საარჩევნო რეფორმა
მოსამართლეთა დანიშვნა არ არის ერთადერთი საკითხი, რასაც ოპოზიციის ნაწილი აფერხებს. წინააღმდეგობა იმ შეთანხმების აღსრულებას უქმნის პრობლემას, რომელსაც ევროპული მედიაცია და ნახევარი წელი დასჭირდა. დოკუმენტით გათვალისწინებულ საკითხებს შორის არის საარჩევნო რეფორმაც, რომელიც პარლამენტმა უკვე მიიღო, თუმცა მიშელის შეთანხმების ხელმომწერი და პარლამენტში მყოფი „ლელო,“ კვლავ მის მოწინააღმდეგედ რჩება.
