დაშავებული მედიის წარმომადგენლების ჯანმრთელობის მდგომარეობა
პრაიდის მოწინააღმდეგეთა თავდასხმის ობიექტი დღეს მედიაც იყო. აგრესიული ადამიანები, სხვადასხვა ტელევიზიის გადამღებ ჯგუფებს, სიტყვიერ შეუარცხოფასთან ერთად ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას დაშავებული ჟურნალისტებიდან ერთ-ერთს ქირურგიული ჩარევა სჭირდება, – ამის შესახებ „ნიუ ჰოსპიტალსის“ გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა.
