მობილიქსი - კლარა ცეტკინი
5 ივლისი კლარა ცეტკინის დაბადების დღეა. ლეგენდარულმა ფემინისტმა და გერმანიის კომუნისტური მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა პირველმა შესთავაზა ცივილიზებულ სამყაროს ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის შემოღება. ქალების დღე სხვადასხვა პერიოდში და სხვადასხვა მასშტაბით 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნებოდა. რადიკალურად იცვლებოდა დღესასწაულის იდეა, ლოზუნგები და გამოხატვის ფორმები. უცვლელი იყო მხოლოდ თარიღი, რომელიც 1910 წელს კოპენჰაგენში სოციალ-დემოკრატთა საერთაშორისო ყრილობაზე კლარა ცეტკინმა დაასახელა.
