"თბილისი პრაიდის" კვირეული
კვირეულის პირველი დღე დაძაბულ ვითარებაში ჰომოფობიური შეძახილებით, რადიკალური მოწოდებებითა და სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზების ფონზე ისე დასრულდა, რომ ლგბტ თემის არც ერთი წარმომადგენელი, მათი არც ერთი მხარდამჭერი არ დაშავებულა. უკვე დღეს თბილისი-პრაიდის ორგანიზატორებმა პოლიციელებს მადლობა გადაუხადეს. იმედი აქვთ, რომ 5 ივლისს მთავარ ღონისძიებაზე რადიკალებისგან სამართალდამცველები მათ უსაფრთხოებაზე პასსუხისმგებლობას აიღებენ
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
