ტურიზმი სამეგრელო-ზემო სვანეთში
სამეგრელო - ზემო სვანეთში ტურიზმის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე გაიმართა შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა. შეხვედრა მესტიაში ჩატარდა და მას ადგილობრივი ტურისტული ბიზნესის 20-მდე წარმომადგენელი დაესწრო.
