"თბილის პრაიდი" - კვირეული ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე გაიხსნა
კვერცხები, ბოთლები და 11 დაკავებული. თბილისი პრაიდის კვირეული ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე გაიხსნა. პოლიცია იცავს ტერიტორიას, სადაც ფილმის ჩვენებაა დაგეგმილი. პრაიდის მოწინააღმდეგე ადამიანები კი, ღონისძიებაზე მიმსვლელებს უპირისპირდებიან. ადგილზე ცოტა ხნის წინ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც გამოჩნდნენ.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
