ზაზა გახელაძის საკითხი საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას განიხილა და საერთაშორისო თანამეგობრობას მის გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა
უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის საკითხი საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას განიხილა და საერთაშორისო თანამეგობრობას მის გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა. შეხვედრის გარდა, პრეზიდენტი თაობების თანასწორობის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქალთა პრობლემებსა და პოლიტიკაში ქალთა როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
