ჟენევაში მოლაპარაკებების 53-ე რაუნდი დასრულდა
ჟენევაში მოლაპარაკებების 53-ე რაუნდი დასრულდა. განხილვის მთავარი თემები იყო, ზაზა გახელიძისა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება, რუსეთის მიერ დეფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება, სოფელ აიბღას ნაწილის უკანონოდ მიერთება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული მდგომარეობა და ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფლად გადაადგილება.
