საპატრიარქოს მოწოდება ხელისუფლებას და ელჩებს
ეკლესია მთავრობას მიმართავს და პრაიდის კვირეულის ფარგლებში ესკალაციის თავიდან აცილებას ითხოვს. მეგობარი ქვეყნების ელჩებს კი ლგბტ ქიუარ თემის მხარდამჭერი განცხადებებისგან თავის შეკავებას ურჩევს. განცხადება ოპოზიციის ნაწილში კრიტიკის საგანი უკვე გახდა. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ პასუხისმგებლობას არ გაურბიან, თუმცა განმარტავენ, რომ ქვეყნის უსაფრთხოებაზე ყველამ ერთად უნდა იზრუნოს.
