თამარ ჟვანიას რვაწლიანი საქმიანობა ცესკოში
ორი ვადა, 6 საერთო და სხვადასხვა სახის რამდენიმე შუალედური არჩევნები, ბევრი გამოწვევა, სირთულეები, წარმატებები, კრიტიკა და ბულინგიც. ეს ცესკოს უკვე ყოფილი თავმჯდომარეა. არასამთავრობო სექტორის რჩეული კანდიდატი თავდასხმების ობიექტი ხშირად იყო, მათ შორის მესამე სექტორისგან და მათ შორის არგუმენტების გარეშე. ეს ცესკოში ჟვანიას საქმიანობაა. გლობალური პანდემიის პირობებში ჩატარებული არჩევნებიც მის სახელს უკავშირდება.
