91 დეპუტატის ხელმოწერით საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა
მას არ უერთდება ნაციონალური მოძრაობა. საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის 2-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი დგინდება. იცვლება საპარლამენტო ფრაქციების შექმნის წესი და ნაცვლად შვიდისა, ოთხი წევრით განისაზღვრება, რაც შეეხება გენერალური პროკურორის არჩევის საკითხს, საჭიროა კვალიფიციური უმრავლესობა. თუ კვალიფიცუირი უმრავლეოსბით არჩევა ვერ მოხერხდა, ამ შემთხვევაში საკმარისი იქნება 76 დეპუტატის მხარდაჭერა. რატომ არ უერთდება ნაციონალური მოძრაობა სკაონსტიტუციო ცვლილებებს და როგორ იმოქმედებს პარტია კენჭისყრაზე
