ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადადგა
ამის შესახებ თამარ ჟვანიამ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. ცესკოს უკვე ყოფილი თავმჯოდმარე წერს, რომ გადაწყვეტეილება შარლ მიშელის დოკუმნეტით შექმნილმა ახალმა რეალობამ მიაღებინა . თამარ ჟვანია ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობას თითქმის რვა წლის განმავლობაში იკავებდა. მისი ხელმძღვანელობით საარჩევნო ადმინისტრაციამ ორგანიზება გაუწია 6 საერთო და სხვადასხვა სახის რამდენიმე შუალედურ არჩევნებს. ცნობისთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომა ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.
