ამერიკის საელჩოს პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „მასწავლებლების ელექტრონული უნარების განვითარების ინიციატივა“ დახურვის ღონისძიება გაიმართა
თბილისში, ამერიკის საელჩოს პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „მასწავლებლების ელექტრონული უნარების განვითარების ინიციატივა“ დახურვის ღონისძიება გაიმართა. პროექტი 2020 წლის სექტემბრიდან ქედისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობდა, რომლის მიზანი მასწავლებლების ელექტრონული უნარების განვითარება და დისტანციური სწავლების ხელშეწყობა იყო.
