უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გრძელდება
გასაუბრება ლევან კოკორაშვილთან მიმდინარეობს. დღესვე საბჭოს წევრების კითხვებს გენადი მაკარიძე უპასუხებს. ორ მოსამართლეს ვადა ეწურება. ჯამში უზენაეს სასამართლოში 28 მოსამართლე უნდა იყოს, თუმცა ამდროისთვის 17 მოსამართლეა დანიშნული.
