მოსამართლეთა ერთობლივი განცხადება
გამამართლებელი განაჩენების 15-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელი; 82 -დან 51 პროცენტამდე შემცირებული წინასწარი პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი; კერძო პირთა სასარგებლოდ გადაწყვეტილი უფრო მეტი საგადასახადო დავა და ნაკლები სარჩელი სტრასბურგში. სტატისტიკა და საერთაშორისო რეიტინგები- მოსამართლეთა კორპუსი უსაფუძვლო თავდასხმებისგან სისტემის დაცვას კონკრეტული არგუმენტებით ცდილობს. „სასამართლო ხელისუფლება საქართველოში არასდროს ისეთი დამოუკიდებელი არ ყოფილა, როგორიც არის დღეს“- ეს 310-ზე მეტი მოსამართლის განაცხადია, ამ ფონზე ოპოზიცია მათზე თავდასხმას განაგრძობს და აქტიურად ცდილობს- პროცესში პოლიტიკის შეტანას
