პრემიერის ანგარიში პარლამენტს
ირაკლი ღარიბაშვილს დღესაც პარლამენტში ელოდებიან. რიგგარეშე სხდომის მთავარი საკითხი კვლავ მთავრობის ხელმძღვანელის წარდგენილი ანგარიშია. სხდომათა დარბაზი დღეს დებატებს დაეთმობა. სიტყვით გამოვლენ კომიტეტების, ფრაქციების, პოლიტიკური ჯგუფებისა და უმრავლესობის წარმომადგენლები. ასევე, განცხადებებს გააკეთებენ უფრაქციო დეპუტატები. პროცედურის მიხედვით, დებატების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი შემაჯამებელი სიტყვით გამოვა. შეგახსნებთ, 25 ივნისს პარლამენტში მისულმა პრემიერმა პანდემიის კრიზისის გამკლავებაზე, ეკონომიკურ საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ამასთან, საზოგადოებას გააცნო რამდენიმე ინიციატივა
