სექსუალური ძალადობა არასრულწლოვნებზე
სამეგრელოს სოფლის მოსახლეობა სასტიკ დანაშაულში ბრალდებულთა ე.წ. ,,ლინჩის წესით’’ დასჯას მოითხოვს. არასრულწლოვნის გაუპატიურებაში მხილებული მამა-შვილის სახლი ადგილობრივებმა გადაწვეს. გოგონას გაჩუმებას მშობლებზე შურისძიების მუქარით აიძულებდნენ, ძალადობა 2 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. 8 წლის ბავშვმა შემზარავი ამბავი დედას რამდენიმე დღის წინ გაანდო. სავარაუდო პედოფილიის კიდევ ერთ ფაქტს სამართალდამცველები ქუთაისში იკვლევენ.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
