"მსახურთა შემოდგომა" - პრემიერა სამეფო უბნის თეატრში გაიმართება
სამეფო უბნის თეატრი პანდემიურ რეალობაში მაყურებელს პირველად მიიღებს. ნინო ხარატიშვილი სპექტაკლს -„მსახურთა შემოდგომა“ ნინო ბურდულის, ნატა მურვანიძისა და ნატა კახიძის მონაწილეობით წარადგენს. მსოფლიოში აღიარებული ქართველი მწერლისა და დრამატურგის საავტორო დადგმის პრემიერა 25, 26 და 27 ივნისს გაიმართება.
