მმართველი პარტია ტელეკომპანიების "მთავარისა" და "ფორმულას" მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებს არ ენდობა
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ პოლიტიკური რეიტინგების გამოქვეყნება დასტურია, რომ მათ წინასაარჩვენო კამპანია დაიწყეს. ამას გარდა შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რეიტინგები ამჯერადაც რეალობას აცდენილია, ამიტომ პაპუაშვილი პოლიტიკურ ძალებს ურჩევს არჩევნების რეალურ შედეგებს დაელოდონ.
