პენსიების დარიგების ახალი მოდელი, ახალი პირობები და ახალი ტენდერი
ლიბერთი ბანკი ინიციატივით გამოდის. უკვე ცნობილია, რომ პარლამენტში სპეციალური სამუშაო კომისიაც შეიქმნება. ფინანსურ ინსტიტუტში მკაფიოდ ამბობენ, რომ დისკუსია წინასაარჩევნო პოლიტიკური ველიდან საქმიან ფორმატში უნდა გადავიდეს, ხოლო ამ სენსიტიური თემით მანიპულირება და ბანკის დისკრედიტაცია მიუღებელი და პროცესისთვის დამაზიანებელია. თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ოპოზიციის ნაწილმა საპენსიო მომსახურების პირობები გააკრიტიკა
