ლიბერთი ბანკი, პენსიების დარიგების ახალი მოდელის შემუშავების ინიციატივით გამოვიდა
ახალი წინადადებით, უნდა შეთანხმდეს ახალი პირობები და უახლოეს მომავალში ახალი ტენდერი ჩატარდეს. ლიბერთი ბანკის სპეციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დისკუსია, წინასაარჩევნო პოლიტიკური ველიდან საქმიან ფორმატში უნდა გადავიდეს. ამბობენ, რომ მგრძნობიარე თემით მანიპულირება და ბანკის დისკრედიტაცია სრულიად მიუღებელია, პროცესისთვის კი, დამაზიანებელი. განცხადებაში დეტალურადაა აღწერილი 2018 წლიდან, ბანკის აქტივობები საპენსიო პროგრამის მიმართულებით. ახალ აქციონერებსა და მენეჯმენტს შეხება არ ჰქონიათ საპენსიო მომსახურების მოქმედ კონტრაქტთან. ის 2011 წელს ბანკის იმდროინდელ მენეჯმენტსა და სახელმწიფოს შორის გაფორმდა
