ერთობლივი პრესკონფერენცია ბრიუსელში
ასოცირების ტრიოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჟოზეფ ბორელის ერთობლივ პრესკონფერენციაზე დავით ზალკალიანმა ყურადღება ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისკენ საქართველოს მისწრაფებასა და რუსეთის ქმედებებზე გაამახვილა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ზაზა გახელაძის უკანონო დაკავებაზეც.
