გახელაძე ოკუპანტების ტყვეობაში - ვახტანგ გომელაურის კომენტარი
მთავრობის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. იმსჯელეს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროს რეფორმაზე, შემუშავებულია საკანონმდებლო ცვლილებები. კანონპოროექტის ინიცირება საშემოდგომო სესიაზე იგეგმება. ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და ასევე განიხილეს ეროვნული უსაფთხოების კონცეფცია. ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ზაზა გახელაძის უკანონო დაკავება. შინაგან საქმეთა მინისტრს იმედი აქვს , რომ გახელაძე ოჯახს მალე დაუბრუნდება.
