პატრიარქის თხოვნით ზაზა გახელაძის მამა ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღარ გადავა
იგოეთის პოლიციასთან კი, აქციაა დაგეგმილი. აქციის მონაწილეებს გახელაძის ოჯახის წევრები მოუწოდებენ, არ გაცდნენ მშვიდობიან ფორმას. ოკუპანტების მიერ უკანონოდ გატაცებული ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხი უკვე დაისვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში. პარალელურად, კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში დახმარების თხოვნით, რუსეთის პატრიარქს მიმართავს.
