ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის მამა პრემიერ-მინისტრს უკვე მეორედ შეხვდა
მიუხედავად ამისა, ოჯახი ხვალ საოკუპაციო ხაზთან მორიგი აქციის გამართვას გეგმავს. სახელმწიფოს კი საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად ყველა შესაბამისი მექანიზმი ამოქმედებული აქვს. ასევე, ყველა შესაბამის უწყებას დავალებული აქვს, რომ კონკრეტულ მოლაპარაკებებს კონკრეტული შედეგი მოჰყვეს.
