მზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის
ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე ზუსტად 9 დღე რჩება. მზადება დაწყებულია. უკვე მეორე წელია აბიტურიენტებს გამოცდების ჩაბარება კოვიდ რეგულაციების პირობებში უწევთ. სიახლეა ის, რომ ახალგაზრდები საგამოცდო ცენტრებში მხოლოდ სამედიცინო პირბადით დაიშვებიან. რაც შეეხებათ ინფიცირებულებს, ისინი გამოცდებიდან არ მოიხსნებიან.
