ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვა ნიკოლ ფაშინიანს
გულითადად ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს წარმატებული არჩევნების ჩატარებას და წინასწარი შედეგების მიხედვით „სამოქალაქო თანხმობის“ პარტიის გამარჯვებას. ირაკლი ღარიბაშვილი, სომეხ კოლეგას ულოცავს. საქართველოს პრემიერი წერილში წერს, რომ სომხეთის ახალ მთავრობასთან მას, მჭიდრო თანამშრომლობის მოლოდნი აქვს.
