საფეხბურთო ღია კარის დღე
გლდანის საფეხბურთო ცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით საფეხბურთო ღია კარის დღე გაიმართა. ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა 15-წლამდე გოგონებს სხვადასხვა სახი ვარჯიში ჩაუტარეს. მსგავსი სახის სწავლება ნაკრების ფეხბურთელების მონაწილეობით რეგულარულად ჩატარდება. პროექტი ქალთა ფეხბურთის განვითარების 4-წლიანი სტრატეგიული გეგმის ნაწილია, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ რამდენიმე კვირის წინ შეიმუშავა.
