ყალბი ფარული აუდიოჩანაწერი
პროკურატურამ დაადგინა, რომ ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარული აუდიოჩანაწერები მოდელირებული და გაყალბებულია. უკანონო მოსმენის ბრძანება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლის წინა დღეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა გასცა. ფარული მიყურადება 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში მიმდინარეობდა. საგამოძიებო უწყება კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ გამავრცელებლისგან, ანუ ტევე პირველისგან არაერთი მცდელობის მიუხედავად, ამ დრომდე ვერ მიიღო ე.წ. ფარული ჩანაწერების დაუმუშავებელი ვერსია. ეს მოთხოვნა კი უსაფუძვლოდ შეფასდა მედიაში შეჭრის მცდელობად
