კულტურის კომიტეტმა “საავტორო და მომიჯნავე უფლების შესახებ“ კანონში არსებული ნორმების განხილვა დაიწყო
პარლამენტს ამ ინიციატივით ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა მიმართეს. ისინი საავტორო უფლებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვენ. მათი თქმით, თანხები, რომელიც საავტორო უფლებების საშუალებით მათ სახელზე გროვდება და ,,საავტორო უფლებათა ასოციაცია" მართავს, გაუმჭირვალეა. მუსიკოსებს მოლოდინი აქვთ რომ პარლამენტი ლეგიტიმურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
