გამოძიების შუალედური შედეგები
გენერალური პროკურატურა 2021 წლის 6 მარტს ტელეკომპანია პირველის ეთერში გასული ფარული აუდიო ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საუბარია ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიო ჩანაწერზე. უწყებაში განმარტავენ, რომ მიღებული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ რეპორტაჟში არსებულ ყველა აუდიო ჩანაწერს აღენიშნება რედაქტირების კვალი და აბსოლუტურად ყველა მათგანი მიღებულია მონტაჟის გზით
