სათავგადასავლო ტურიზმი
სათავგადასავლო ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტული კომპანიებისათვის ინფო-ტურებს განაგრძობს. სხვადასხვა ტურისტული კომპანიის 18 წარმომადგენელი, იმერეთს ეწვია. ტურის ფარგლებში ტურ-ოპერატორებმა ჭიათურაში მღვიმევის მონასტერი, სვიერში, კლდეკარის კლდეში ნაკვეთი ეკლესია დაათვალიერეს, ასევე იმყოფებოდნენ სვერის სათავგადასავლო ტურისტულ ბანაკში, ტურის მონაწილეებმა ასევე სოფელ ხრეითში მოინახულეს კარიანი კლდე. ინფო-ტურის მონაწილეებისათვის სპელეო ტურიც გაიმართა.
