ბაიდენი-პუტინის სამიტის შედეგები
ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის ელჩების დაბრუნებაზე შეთანხმება მიღწეულია. ჟენევაში, ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებმა სტრატეგიული სტაბილურობის, რეგიონული კონფლიქტების, კიბერ უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე იმსჯელეს. გამოქვეყნდა ერთობლივი განცხადებაც, სადაც აღნიშნულია რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და ის არასოდეს უნდა დაიწყოს.
