ისტორიული სამიტი
ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის ელჩების დაბრუნებაზე შეთანხმება მიღწეულია. შეიძლება ითქვას რომ ეს ერთ-ერთი ის საკითხია რაზეც მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგით დასრულდა. ჟენევაში ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებმა სტრატეგიული სტაბილურობის, რეგიონული კონფლიქტების, კიბერ უსაფრთხოების, უკრაინის, ბელარუსის და ადამიანის უფლებების საკითხი განიხილეს. გამოქვეყნდა ერთობლივი განცხადებაც სადაც აღნიშნულია რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და ის არასოდეს უნდა დაიწყოს.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან ქარდავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
