ამერიკამ საქართველოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მიმდინარე თვის განმავლობაში დაუდასტურა
ამის მაგალითი იყო სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებლის და გავლენიანი სენატორების დელეგაციის ვიზიტები. საქართველო რომ საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალურია, ამას მხოლოდ ბოლო ორი კვირის შეჯამებაც მოწმობს. ამერიკელი მაღალჩინოსნების გარდა, თბილისში იმყოფებოდნენ: უკრაინის პრემიერი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიეტუვის პრეზიდენტი, ეუთოს გენერალური მდივანი.
