საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭრად ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივ მიდგომას შეიმუშავებენ
ამის შესახებ საუბარია აშშ-ევროკავშირის გუშინდელ სამიტზე მიღებულ ერთობლივ განცხადებაში. დეკლარაციაში მკაცრად არის დაგმობილი უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის ხელყოფის მიზნით რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებები.
