რამდენიმე საათში ჟენავაში ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყება
ჟენევა მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ზუსტად ხუთ საათში შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყება . შვეიცარიის სიდიდით მეორე ქალაქში ჯო ბაიდენი პირველი ჩავიდა. მანამდე კი ჯერ ნატოელ კოლეგებთან , შემდეგ კი ევროკავშირში გამართა კონსულტაციები. . ერთიანი მტკიცე პოზიციით და უკეთესი გარემოს შესაქმნელად- ასეთია აშშ-ს მიდგომა. ამ შეხვედრის შემდეგ ახალ „ გადატვირთვას „ არავინ ელის , თუმცა „ სტაბილური , პროგნოზირებადი „ ურთიერთობაც სასურველ შედეგად მიიჩნევა.
