დავით ზალკალიანი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა
დავით ზალკალიანი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებს, მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, საქართველოს მოქალაქეების გატაცებების, დაკავებების, დაჭრისა და მკვლელობების შემთხვევებს. ყურადღება გამახვილდა ზაზა გახელაძისა და საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული სხვა მოქალაქეების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებაზე.
