არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მორიგი სხდომა გამართა
კომისია მუშაობის ახალ ეტაპზე გადავიდა და საარჩევნო პროცესში ჩართული ადამიანების გამოკითხვა დაიწყო. დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა კითხვები ვაკის 41-ე უბნის კომისიის წევრებს დაუსვეს. ეს ერთ-ერთია იმ უბნებს შორის, რომლებიც საგამოძიებო კომისიამ პრობლემურად დაასახელა. დეპუტატებს კომისიის წევრებთან არაერთი კრიტიკული კითხვა ჰქონდათ. ამ დრომდე საგამოძიებო კომისიაში ისევ არ არიან ის ოპოზიციონერები, რომლებიც თვეებია არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდნენ.
