ნატოს სამიტის შედეგები
საქართველო გახდება ნატოს წევრი- ალიანსი ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ ადასტურებს. სამიტის დეკლარაცია უკვე საჯაროა. მსოფლიოს უძლიერესი დემოკრატიების მქონე ქვეყნები, რომლებიც თითქმის ერთ მილიარდ ადამიანს, მსოფლიოს ეკონომიკის და სამხედრო ძალის ნახევარზე მეტს წარმოადგენენ, ბრიუსელში კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. გენერალურმა მდივანმა წლევანდელ შეხვედრას ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში ახალი თავი უწოდა. წევრი ქვეყნების მხარდაჭერის პარალელურად, საქართველოც მზად არის- გააღრმავოს ალიანსთან თანამშრომლობა, ეს პრემიერ-მინისტრმა მსოფლიოს ლიდერებს უთხრა. ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელის ფორუმში წამყვანი სპიკერი იყო. საქართველომ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის გზით, არაერთხელ დაამტკიცა თავისი სიმტკიცე გარე საფრთხის წინაშე- ეს მთავრობის მეთაურმა შეხვედრის შემდეგ დაწერა ნატო მიესალმება საქართველოს პროგრესს რეფორმებში და მზად არის მისი მხარდაჭერა კიდევ უფრო გაზარდოს. სამიტის შემაჯამებელ დოკუმენტში წერია ისიც, რომ პარტნიორობა საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს მოიცავს.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან ქარდავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
