კრწანისის ქუჩაზე მომხადრი ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
ინფორმაცია ქრონიკას რამდენიმე წუთის წინ კლინიკაში დაუდასტურეს. ექიმების განმარტებით მამაკაცს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ნიშნები ჰქონდა , რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში 3 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, მათგან ერთი ბავშვია. კრწანისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა. "ნიუჰოსპიტალსის" ეზოში სატვირთო მანქანა შევარდა და მსუბუქი ავტომანქანები მოიყოლა.
