დიდი ზომის პანსიონები მცირე ზომის ბავშვთა პანსიონებად კანონით გათვალისწინებულ ვადებში გადაკეთდება
. ამის შესახებ ქრონიკასთან საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ისაუბრა. ანდრეა ჯაღმაიძის განმარტებით ნინოწმინდაში პირველ აპრილამდე რამდენიმე პანსიონი აშენდება , სადაც აღსაზრდელები გადანაწილდებიან. სასულიერო პირის ინფორმაციით ამ ეტაპზე ბავშვების პანსიონიდან გაყვანის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, ისევე როგორც სახალხო დამცველის ვიზიტი.
