პრემიერი ბრიუსელის ფორუმზე
სამიტის პარალელურად, საქართველოს პრემიერ მინისტრი დღეს მონაწილეობას მიიღებს ბრიუსელის ფორუმში. ირაკლი ღარიბაშვილი ალიანსის გენერალურ მდივანთან და მსოფლიო ლიდერებთან ერთად წამყვან სპიკერად არის დასახელებული. მთავრობის მეთაური ისაუბრებს ჰიბრიდულ საფრთხესა და საქართველოს გამოცდილებაზე, მასთან გამკლავების კუთხით. გამომსვლელებს შორის ასევე არიან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი ჯერარდ კონოლი და ატლანტიკური საბჭოს დირექტორი ანნა ვიესლანდერი
