კრწანისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
კრწანისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა. ინფორმაცია „ქრონიკას“ კლინიკაში დაუდასტურეს. რაც შეეხება სხვა დაშავებულებს, 2 პაციენტს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, ისინი ინტესიურ განყოფილებაში არიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. კიდევ 2 ადამიანი რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას, ისინი მართვით სუნთქვაზე არიან. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე კრიტიკულია.
