მობილიქსი - გენერალი კვინიტაძე
„არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა...“ - ეს სიტყვები ეკუთვნის ადამიანს, რომელიც დაღესტანში დაიბადა და საფრანგეთში გარდაიცვალა, თუმცა მთელი ცხოვრება, ფიქრი და ენერგია სამშობლოს სამსახურს და მასზე ზრუნვას შეალია. პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის ბოლო მთავარსარდალი მშობლიურ ფესვებს საუკუნის შემდეგ დაუბრუნდა. გენერლის ოცნება ახდა - ის თავისუფალი საქართველოს მიწას მიებარა. ნახეთ, გიორგი კვინიტაძის ისტორია „მობილიქსის“ ახალ ეპიზოდში.