ბათუმში მინერალური სასუქების გადამზიდავი მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
ბათუმში პორტის ტერიტორიაზე მინერალური სასუქების გადამზიდავი მულტიმოდალური ახალი ტერმინალი გაიხსნა, რომელიც აზიიდან მიღებულ პროდუქციას ევროპულ ბაზართან დააკავშირებს. უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ტერმინალის მშენებლობა ამერიკული ტრეიდული კორპორაცია "ტრამოსა" და კომპანია "ვონდერნეტ ექსპრესის" პარტნიორობით, 25 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციით განხორციელდა.
