ახალი მულტიმოდალური ტერმინალი
ბათუმში პორტის ტერიტორიაზე მინერალური სასუქების გადამზიდავი ახალი ტერმინალი იხსნება, რომელიც აზიიდან მიღებულ პროდუქციას ევროპულ ბაზართან დააკავშირებს. უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ტერმინალის მშენებლობაზე 20 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა.
