საფრანგეთის ფინანსური დახმარება საქართველოს
საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების საგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმის შედეგად, საქართველოს 483 მილიონი ევრო გადაეცემა. აქედან 33 მილიონი ევრო გრანტის სახით. ფინანსთა მინისტრის განმარტებით, საფრანგეთთან დადებული ხელშეკრულების მიზანია, დახმარება გაეწიოს პროექტებს, რომლებსაც საქართველო სოფლის მეურნეობის, ირიგაციის, გარემოს დაცვითი და ინფრასტრუქტურული მიმართულებით ახორციელებს.
