საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვის პრეზიდენტი იმყოფება
გიტანას ნაუსედას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დახვდნენ. დღესვე ლიეტუვის პრეზიდენტმა რუსული ოკუპაციის შედეგები ადმინისტრაციულ სასაზღვრო პუნქტთან პირადად ნახა. შემდეგ კი სოფელ პატარა ხურვალეთთან მედიისთვის ბრიფინგი გამართა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მაღალი რანგის ლიეტუველი სტუმარი ხვალ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და პატრიარქს შეხვდება.
