სპეცოპერაცია საქართველოს სამ ქალაქში და 13 დაკავებული
ბრალდება „ქურდული სამყაროს“ წევრობა, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერაა. სამართალდამცველებმა ბრალდებულები ერთდროულად თბილისში, თელავსა და ქუთაისში დააპატიმრეს. დანაშაული 7-დან 10-თ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმეში კიდევ ერთი, საზღვარგარეთ მყოფი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი, მეტსახელად „გლეხოვიჩა“ ფიგურირებს, რომელსაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
